Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | პატრულის მხრიდან ადგილი არ ქონია ცემის ფაქტს... - შემოქმედის ეპარქია ლანჩხუთში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
ambebi.ge
26 June 2016, 18:20
შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახური ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვართან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს:

"ვინაიდან შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები იმყოფებოდა იტალიაში, ქ. ბარში, წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად, მისი ლოცვა-კურთხევით ვაკეთებთ შემდეგ განცხადებას:

მამა გაბრიელსა და საპატრულო პოლიციას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ გამოიწვია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გახდა საჯარო განხილვის ობიექტი, გამომდინარე აქედან თავს ვალდებულად მივიჩნევთ გავაკეთოთ განმარტება, რომელიც ნათელს მოჰფენს შექმნილ ვითარებას და პასუხს გასცემს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს.

საქმე იმაში არის რომ მამა გაბრიელი მართლაც გადაადგილდებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში, მაგრამ ეს არ იყო ალკოჰოლური თრობა, უბრალოდ მიღებული ალკოჰოლის ოდენობა აღემატებოდა კანონით გათვალისწინებულ ნორმებს, გადაადგილების დროს გააჩერა საპატრულო ეკიპაჟმა და მოსთხოვა ალკოჰოლური თრობის ტესტის გავლა, მამაომ განუმარტა მათ, რომ მას ქონდა მიღებული სასმელი. საპატრულო პოლიციის მხრიდან მოთხოვნილი იქნა ავტომობილის ჩამორთმევა რაზეც მამაომ უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ არ არსებობდა ამის სამართლებრივი საფუძველი, რადგან მისი თრობის დონე არ უშლიდა ხელს ავტომობილის მართვაში და არ უქმნიდა საფრთხეს ავტოსაგზაო მოძრაობაში მონაწილე Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. პირებს.

რაც შეეხება მიღებულ დაზიანებას კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პატრულის მხრიდან ადგილი არ ქონია ფიზიკურ შეხებას და მით უმეტეს ცემის ფაქტს უბრალოდ გადაყვანის დროს მოხდა მექანიკური დაზიანება (კერძოდ, მანქანაში ჩაჯდომის დროს შუბლის არე დაუზიანდა ღია მანქანის კარზე მირტყმის შედეგად, რამაც გამოიწვია სისხლდენა)", - ნათქვამია შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემოქმედის ეპარქიის განცხადება "გურია ნიუსმა" გაავრცელა.

ფოტო: გურიის მოამბე
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი